ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მდებარეობა
|
გერბი |
|
დროშა |
ლაგოდეხი —
ქალაქი აღმოლსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962წელს. მოსახლეობა 6.875 ათასი (2002წ) მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც).ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ძაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6°C, იანვარში 0,9°C, აგვისტოში 24°C. აბსოლუტური მინიმალური –23°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38°C. ნალექები 1080 მმ წელიწადში.
ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი),
როცა ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხე-სიმაგრე ააგო.
XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.
No comments:
Post a Comment