ლაგოდეხის ნაკრძალი უმდიდრესი ფაუნით გამოირჩევა,ალპური კლდეები აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვისდა მისი ფრთოსანი მეზობლის _ კავკასიურიშურთხის სამფლობელოა . მათზე ოდნავ დაბლაცხოვრობენ არჩვები . ამ ლამაზი მთის ანტილოპისნახვა ლაგოდეხში ჯიხვის სიახლოვესაც შეიძლება .ლაგოდეხში ადვილად ნახავთ ირემსაც , რომელიცჩვეულებრივ ფოთლოვანი ტყის ბინადარია , მაგრამაქ ხშირად ალპურ მდელოებზეც ადის . ტყეებში კისაკმაოდ ხშირია შველი _ ეს მომცრო , სწრაფიცხოველი ჩვენი ბუნების ერთ ერთი ყველაზეგრციოზული და ლამაზი ბინადარია . ლაგოდეხის ჭალებში ბინადრობს გარეული ღორი - მასიური ,ძლიერი და საკმაოდ გონიერი ცხოველი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მტაცებლებიდან ყველაზე დიდი მურა დათვია , რომლის კვალსაქაურ ტყეებსა და მთებში თითქმის ყველგანნახავთ . სხვა მტაცებლებიდან გვხვდება მგელი ,მელა , ფოცხვერი , ტყისა და კლდის კვერნები დატყის კატა .
No comments:
Post a Comment