ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი



                                              
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის კალთებზე,დაარსდა 1912 წელს და უჭირავს 17668 ჰა. აქედან ტყით დაფარულია 12326 ჰა დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან  სიმაღლეების დიდი აამპლიტუდა, მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვადაქანებისა და ექსპოზიციის  ფერდობები, ღრმა ხევები მჩქეფარე მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის რაც განაპირობებს მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას.
საქართველოში გავრცელებული მცენარეების 2/3ზე მეტი ნაკრძალშია თავმოყრილი აქ მცენარეთა 1500ზე მეტი სახეობა ხარობს და გამოირჩევა ენდემიზმის მაღალი დონით.
ნაკრძალში გვხვდება 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი. გარეული ღორი,კავკასიური მურა  დათვი, კავკასიური ტყის კატა, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, მაცვი და სხვ. 
ფრიველების 120 სახეობა ბინადრობს ნაკრძალში განსაკუთრებით აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შღთხი უამრავი მტაცებელი და მგალობელი ფრინველი.
ნაკრძალში ბინადრობს ამფიბიების 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილდოვებულია  ''საპატიო ნიშნის'' ორდერით.

No comments:

Post a Comment