ესაა სასწაული რომლის შესახებაც უამრავმა ადამიანმა უკვე შეიტყო და ძალიან ბევრმაც ჯერ არაფერი იცის ამის შესახებ, 2012 წლის 9 აპრილს ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსახლგორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ( რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია) ღვთისმშობლის ხატს სისხლის დენა დაეწყო თავიდან და თვალებიდან, ეს ფაქტი უკვე დაადასტურა ნეკრესის ეპარქიის ნიტროპოლიტმა მეუფე სერგიმ. ზოგიერთმა, რომელსაც ხატი ნანახიც არ ჰქონდა ეს ყველაფერი იმით ახსნა რომ ხატი უხარისხო საღებავითაა დაწერილი და სიცხის გამო დადნაო მაგრამ გაირკვა რომ ხატს საღებავი საერთოდ არ აქვს, რადგან ის ტილოზე შესრულებული არაა ქაღალდისაა და გამორიცხულია საღებავი ჩამოსულიყო, მოსახლეობა დაბნეული და შეშნებულია ახსნა თითქმის არ არსებობს რას ნიშნავს ეს, ფაქტი ერთია, ლაგოდეხის რაიონის სხვა სოფლებშიც, კერძოდ, ვარდისუბნის ღვთისშობლის მიძნების ტაძარში, თელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სოფელ აფენის ეკლესიებში ხატებს მირონის დენა დაეწყოთ.